„ზოდში” 3 დღიანი აქცია იწყება – #გაარემონტესიყვარულით

587
FACE cover

სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი „ზოდი“ 14-15-16 თებერვალს, ვალენტინობასთან დაკავშირებით, მომხმარებელს 3 დღიან სუპერ ფასების აქციას სთავაზობს.

კომპანიის შოურუმებში წარმოდგენილი შიდა და გარე კარების, კერამიკული ფილების, შპალერების, ლამინირებული იატაკის, კვარცის, მარმარილოს, ონიქსის, გრანიტის ქვების სრული კოლექცია გაიყიდება 14%-იანი ფასდაკლებით!

შეგახსენებთ, „ზოდი“ უკვე 12 წელია ლიდერი კომპანიაა სამშენებლო-სარემონტო მასალების ქართულ ბაზარზე.

„ზოდი”-ს ახალ სავაჭრო ცენტრში, რომელიც ავტოსადგურ ოკრიბას ქვემოთ, მეტრო დიდუბესთან მდებარეობს შეგიძლიათ შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის შიდა და გარე კარი, ბუნებრივი ქვისგან დამზადებული სხვადასხვა დიზაინის, ზომისა და ფერის ნაკეთობები ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებლად. გარდა ამისა,  „ზოდი“-ს საკუთრებაშია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ოსტატებით დაკომპლექტებული ქვის საამქრო, სადაც უახლესი დაზგა-დანადგარებით მზადდება მომხმარებლისთვის სასურველი დიზაინის უნიკალური ნაკეთობები: ბუხრები, სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკის მოსაპირკეთებელ ფილები და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები