თბილისში რემონტი გამარტივდა – სამშენებლო მასალებს სახლში მოგიტანენ

588
g

დედაქალაქში რემონტი და მშენებლობა გამარტივდა – ბაზარზე ინოვაციური კომპანია Material Delivery გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს სამშენებლო მასალების მიტანის სერვისს სთავაზობს.

„ჩვენ შეგვიძლია როგორც მოტანა, ასევე თქვენი შეკვეთით საჭირო მასალის შეძენა. მომსახურება ხორციელდება თბილისის მასშტაბით ნებისმიერ წერტილში. ჩვენი მიზანია დავზოგოთ თქვენი დრო, ფული და ენერგია მაქსიმალურად. თქვენ უკვეთავთ ჩვენ მოგვაქვს“, – აცხადებენ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, Material Delivery-ს ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს, რადგან მსგავსი ტიპის კომპანია, ფაქტობრივად, არ არსებობს.

„სწორედ ჩვენი უნიკალურობიდან გამომდინარე, საზოგადოების ყურადღება უკვე მივიპყარით და მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც საქმიანობა დავიწყეთ, დაინტერესებული პირები უკვე გვირეკავენ“, – განმარტავენ Material Delivery-ში.

მას ასე, თუ აშენებთ, ან რემონტი გაქვთ და გესაჭიროებათ სამშენებლო მასალები, ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგრამ:

1) არ გინდათ თქვენთვის ძვირფასი დრო გაფლანგოთ საცობებში,
2) არ იცით სად უნდა შეიძინოთ ხარისხიანი პროდუქცია, სასურველ ფასად,
3) არ გინდათ მოაცდინოთ თქვენი ხელოსანი,

Material Delivery-ის კურიერი მოგიგვარებთ არსებულ პრობლემას. თქვენ ნაცვლად გააკეთებს ყველა მნიშვნელოვან საქმეს. რაც მთავარია კარის ზღურბლამდე მოგაწვდით თქვენს შეკვეთას.

აღსანიშნავია, რომ კომპანია მომსახურების თანხას მხოლოდ მას შემდეგ იღებს, რაც სასურველი პროდუქციით მოგამარაგებთ. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ Material Delivery-ის ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა.. ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა“ – მზია კახაძე ახალგაზრდა გოგოს შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს