სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ დეკემბრის განმავლობაში საინტერესო საახალწლო აქციებს აანონსებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ნებისმიერ მყიდველს, რომელიც მეგა გლდანისა და მეგა დიდუბის კომპლექსში ბინას შეიძენს, გასამმაგებული საახალწლო საჩუქარი ელის, საჩუქრების ჩამონათვალი კი შემდეგია: გათბობის ქვაბი წყალგაყვანილობის მილებით, ფასდაკლებები ნებისმიერი თანამონაწილეობის თანხის შენატანზე და ასევე, საახალწლო პრიზებიდან ერთ-ერთი: სარემონტო მასალების ფასიანი ვაუჩერი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ვაუჩერი, დამატებითი Extra-ფასდაკლება, პარკინგი და ას.შ.
თითოეული საჩუქარი გარანტირებულად გადაეცემა მყიდველს კონტრაქტის ხელმოწერისთანავე. ამავე დროს, მყიდველს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით და ბინა შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთის იპოთეკური სესხით შეიძინოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ნებისმიერ ბინის შემძენს მაქსიმალურად მოქნილ და გამარტივებულ გადახდის პირობებს სთავაზობს, რაც მაქსიმალურად მორგებულია მყიდველის გადახდის შესაძლებლობებსა და სურვილზე, შესაბამისად მოქმედებს 15 თვიანი შიდა უპროცენტო განვადება, რა ვადის ფარგლებშიც, ბინის ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა ხდება, ხოლო დარჩენილი თანხის დაფარვა “მეგა ჰოლდინგის” პარტნიორი საქართველოს ბანკის 15 წლამდე იპოთეკური სესხით არის შესაძლებელი, ასევე მოქმედებს 2 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება, რაც ბინის მთლიანი ღირებულების 24 თვეზე გადანაწილებას გულისხმობს.
ცნობისთვის, კომპანია “მეგა ჰოლდინგი” ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების დეველოპერი და სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1992 წლიდან საქმიანობს და მის პროტფელში სამი უმსხვილესი სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო, 1 დასრულებული საცხოვრებელი კორპუსი, ორი მიმდინარე კომპლექსი და ასევე, 2 დაგეგმილი საცხოვრებელი პროექტია. რაც შეეხება თავად მეგა გლდანისა და მეგა დიდუბის კომპლექსს, ორივე მათგანი დაპროექტებულია ევროპული უბნის კონცეფციით, რაც გულისხმობს თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ურბანულ გეგმარებას – 2500 კვ.მ სარეკრეაციო და გამწვანებულ გარემოს, უსაფრთხო და დაცულ ეზოს, საბავშვო გასართობ, სათამაშო მოედნებს, ველობილიკებს, საბავშო ბაღს, სავაჭრო ობიექტებს, ასევე ერთ-ერთ საუკეთესო ეკოგარემოს და უმაღლეს სამშენებლო ხარისხს. შესაბამისად, კომპანია “მეგა ჰოლდინგი” ყიდის არა მხოლოდ ბინას, არამედ საცხოვრებელ გარემოს, რაც ბინასთან ერთად ულამაზეს სივრცულ განაშენიანებას და კომფორტს გულისხმობს და მაცხოვრებელთა მაქსიმალური სიამოვნებისა და ბედნიერებისთვისაა შექმნილი. ბრენდის დაპირებაც სწორედ ესაა – “მეგა ჰოლდინგი” შენი ბედნიერი მომავლისთვის!
დეტალებისთვის დარეკეთ: +995322322222
“მეგა ჰოლდინგი” გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერებით სავსე მომავალს!
R