სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს და გენერალურ დირექტორ თორნიკე ჯანელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ბრალდებულებს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს გამოყენებას სთავაზობდა.
სამშენებლო კომპანია “სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 ოქტომბერს დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.