LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშობლოს ჩემი თავიც და ჩემი ქონებაც უკვე შევწირე, თქვენთვის დასათმობი აღარ დამრჩა: სულაძე ლომინაძეს პასუხობს

107
მაკა სულაძე

მას შემდეგ, რაც “ნამახვანჰესის” პროექტის ხელმძღვანელმა, მერაბ ლომინაძემ იმედი გამოთქვა, რომ ჰესის სიკეთეების გააზრების შემდეგ, მაკა სულაძე თავის საყვარელ ადგილს თავის სამშობლოს დაუთმობს, სულაძემ ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა და ლომინაძეს უპასუხა.

“რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს, რომ სამშობლოს საკუთარი თავიც და ქონებას უკვე შესწირა და მათთვის დასათმობი აღარაფერი დარჩა:

“რა საყვარელი ხარ მერაბ, ამეტირა…

არადა უკვე შევწირე სამშობლოს ჩემი თავიც და ჩემი ქონებაც, თქვენთვის დასათმობი აღარ დამრჩა.” – წერს სულაძე “ფეისბუქზე”.

შეგახსენებთ, დღეს პროექტის ხელმძღვანელმა მერაბ ლომინაძემ თქვა, რომ იმ საკითხების განხილვის შემდეგ, თუ რა სიკეთეები მოაქვს პროექტს, დარწმუნებულია, ქალბატონი მაკა სულაძე დათანხმდებათ და თავის ძალიან საყვარელ ადგილს თავის სამშობლოს დაუთმობს.

ლომინაძემ აღნიშნა, რომ პრაქტიკულად, ყველა ის მოსახლე დაკმაყოფილდა, რომელიც დატბორვისა და ზემოქმედების არეალში იმყოფებოდა, გარდა ერთი ადამიანის, რომელიც მაკა სულაძეა.