LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია „ენკას“ თანამშრომლები სავარაუდოდ, პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამახვანის მიმართულებით: მაკა სულაძე

75
მაკა სულაძე

„რიონის ხეობის მცველის“ მაკა სულაძის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია “ენკას” თანამშრომლები სავარაუდოდ, პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამახვანის მიმართულებით. მისივე თქმით, ხეობის მცველებს არ აქვთ მექანიზმი, რომელიც აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას მისცემს.

რიონის ხეობის მცველები დღესაც ეცდებიან, რომ კომპანია „ენკას“ ტექნიკისა და მუშების გადაადგილებას ხელი შეუშალონ.

„დღესაც, როგორც წინა დღებში, ვცდილობთ, შევაფერხოთ კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებებისა და მუშახელის გადაადგილება. ნუ, ჯერჯერობით არ გამოჩენილან. მეორე გზიდან, საუბარია შემოვლით გზაზე, იქაც ჩვენი ბიჭები არიან და კარავია გაშლილი, მაგრამ არ ვიცი, წინასწარ ჰყავთ გაყვანილი. სავარაუდოდ ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის მანქანების იყენებენ მუშახელის გადასაადგილებლად. ჩვენ ახლა ამის შემოწმების მექანიზმი არ გვაქვს და ვერც დავამტკიცებთ ამას, რომ ნამდვილად ასეა და ეს უბრალოდ ვერსია ვრცელდება ასეთი“, – განაცხადა მაკა სულაძემ.