LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადგილობრივმა მოსახლეობამ ყოველდღიურობის გაუმჯობესების შანსი დაკარგა, ეს იყო ვაი-პატრიოტიზმზე აგებული პროტესტი“ – მაკა ფარცვანია ნამახვანჰესზე

120
ipiccy-image

„პროექტი ჩავარდა. ეს ჩავარდნა მძიმე ტვრითია ინვესტორისთვის, რადგან მას ამ ქვეყნისთვის დიდი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ასევე ტვირთია სახელმწიფოსთვის, რადგან ქვეყანამ მონდომებული ინვესტორი დაკარგა, რომელიც ახლა იმ თანხებს, რაც ჩვენთან უნდა დაეხარჯა, სხვა ქვეყანაში დახარჯავს. ადგილობრივმა მოსახლეობამ კი ყოველდღიურობის გაუმჯობესების შანსი დაკარგა“, – ასე აფასებს BM.GE-ისთან, ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი მაკა ფარცვანია ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით. ეს იყო ვაი-პატრიოტიზმზე აგებული პროტესტი.

როგორც მაკა ფარცვანია BM.GE-ისთან განმარტავს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ეს იყო დროში დაგვიანებული და არასწორად აღქმული ქმედებები. გარდა ამისა, როგორც სახელმწიფომ, ისე – ინვესტორმა, მათთვის დაკისრებული ვალდებულება სრულად ვერ შეასრულა.

შეგახსენებთ, $800-მილიონიანი „ნამახვანჰესის” პროექტის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ თბილისსა და ქუთაისში ოფისები დახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები