LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მაკა სულაძეც დაგვთანხმდება და თავის საყვარელ ადგილს სამშობლოს დაუთმობს: ლომინაძე

188
Untitled design

“იმ საკითხების განხილვის შემდეგ, თუ რა სიკეთეები მოაქვს პროექტს, დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მაკა სულაძეც დაგვთანხმდება და ასე ვთქვათ, თავის ძალიან საყვარელ ადგილს თავის სამშობლოს დაუთმობს”, – ამის შესახებ “ნამახვანჰესზე” საუბრის დროს პროექტის ხელმძღვანელმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ლომინაძემ აღნიშნა, რომ პრაქტიკულად, ყველა ის მოსახლე დაკმაყოფილდა, რომელიც დატბორვისა და ზემოქმედების არეალში იმყოფებოდა, გარდა ერთისა და ის მაკა სულაძეა:

“პროექტის შესაბამისად, 3 სოფელი იტბორება. დღეის მდგომარეობით, გადახდილია 35 მილიონი ლარი, კომპენსაციების სახით. დაკმაყოფილებულია, პრაქტიკულად, ყველა ის მოსახლე, რომელიც იმყოფებოდა დატბორვისა და ზემოქმედების არეალში, გარდა ერთი ქალბატონისა და ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება შესაბამისი კომუნიკაცია და ამ საკითხების განხილვა, თუ რა სიკეთეები მოაქვს პროექტს, მას შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაკაც დაგვთანხმდება და ასე ვთქვათ, თავის ძალიან საყვარელ ადგილს დაუთმობს თავის სამშობლოს.” – თქვა მან.

შეგახსნებთ, მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის”, ერთ-ერთი აქტივისტი, მაკა სულაძე სოფელ მექვენაში ცხოვრობს და საკუთარი მიწის გაყიდვაზე უარს აცხადებს.