,,სამსუნგმა” Galaxy A8s-ი წარადგინა. საინტერესოა, რომ ეს არის პირველი სმარტფონი, რომელსაც Infinity-O ეკრანი აქვს.
ახალ ტელეფონს 6,4-დიუმიანი ეკრანი აქვს და აღჭურვილია Qualcomm Snapdragon 710-ის პროცესორით. ამასთან, ტელეფონს 6/8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ Galaxy A8s-ს 34,10 და 5-მეგაპიქსელიანი 3 კამერა აქვს.
ახალი სმარტფონის გაყიდვაში 20 დეკემბერს ჩაეშვება. სიახლის ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება.