Samsung-ის უახლესი ფლაგმანი კეცვადი მოწყობილობების Galaxy Z Flip5 და Galaxy Z Fold5-ის გაყიდვები დაიწყო. იყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც შეიძენს სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში და მიიღე საჩუქრები:
Galaxy Z Fold5-ის შეძენისას, საჩუქრად მიიღებ Galaxy Watch5 Pro სმარტ საათს. Galaxy Z Flip5-ის შემთხვევაში, კი საჩუქრად გადმოგეცემა Galaxy Buds2 უსადენო ყურსასმენი, Flipsuit Case და სპეციალურად, ქართული მითოლოგიის თემატიკით შექმნილი დიზაინები. ორივე მოდელისთვის მოქმედებს Trade in აქცია: მიიტანე შენი არსებული სმარტფონი ოფიციალური პარტნიორების მაღაზიებში, შეაფასებინე და მიიღე განსაკუთრებული ფასდაკლება ახალ ფლაგმანებზე. გახსოვდეს, რომ შეიძინო სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილო ვებ-გვერდზე: Samsung.com/ge.
Galaxy Z Fold5 ხელმისაწვდომია 256GB, 512GB და 1TB შიდა მეხსიერებით, სამ ფერში: შავი ბეჟი და ცისფერი. Galaxy Z Flip5 კი შეგიძლია შეარჩიო ოთხი ფერიდან: ნაცრისფერი, ღია მწვანე, ბეჟი ან ვარდისფერი, ხოლო შიდა მეხსიერება 256GB ან 512GB.
შეგახსენებთ, რომ Samsung Electronics-მა 26 ივლისს ახალი, მეხუთე თაობის დასაკეცი მოწყობილობები Galaxy Z Flip5 და Z Fold5 წარადგინა. ინდუსტრიისათვის წამყვანი და გამორჩეული ფორმის ფაქტორით, ეს მოწყობილობები გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას. თავისი კომპაქტური დიზაინით, პერსონალიზაციის შესაძლებლობითა და მძლავრი მახასიათებლებით ეს სმარტფონები უდაოდ გამორჩეულია მსოფლიო ბაზარზე.
განახლებული Flex Hinge მომხმარებელს ახალ, ესთეტიურად გაუმჯობესებულ და მეტად დაბალანსებულ გამოცდილებას სთავაზობს. ამ დასაკეცი მოწყობილობების უნიკალური FlexCam კი კამერის შეუდარებელ შესაძლებლობებს იძლევა, რათა ფოტოებისა და ვიდეოების შემოქმედებითი კუთხით გადაღება მოხერხდეს. ძლიერი წარმადობითა და უახლესი, ოპტიმიზებული ელემენტით, Samsung Galaxy Z სერია სმარტფონების საუკეთესო შესაძლებლობებს ხსნის.
ინოვაციების ერთგულებითა და დასაკეც ეკრანიანი მოწყობილობების პოტენციალის მტკიცე რწმენით, Samsung Electronics მუდმივად აუმჯობესებს Galaxy Z სერიიდს ხაზს. Galaxy Z Flip5-ის ახალ, Flex Window-ზე კონტენტის შექმნიდან დაწყებული – Galaxy Z Fold5-ზე უწყვეტი, მრავალამოცანის შესრულებამდე, Galaxy Z სერია აკმაყოფილებს და აღემატება დღევანდელი მომხმარებლების ინდივიდუალურ და განსაკუთრებულ საჭიროებებს.