LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა

571
Samsung

გუშინ, 22 იანვარს, Unpacked ღონისძიებაზე, Samsung-მა ახალი Galaxy S25 Ultra, Galaxy S25+ და Galaxy S25 წარადგინა. ახალი სმარტფონები ქმნის მობილური AI-ის სრულიად განსხვავებულ ეპოქას, რომელიც მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. Galaxy S25 სერია აღჭურვილია ადამიანის მსგავსი AI-ით, რასაც შეუძლია ჩვენი ყოველდღიურობა ბევრად გაამარტივოს და სხვადასხვა დავალების შესრულების ინოვაციური გზები შემოგვთავაზოს.

Galaxy S25 სერია წარმოაჩენს Samsung-ის ხედვას, შეცვალოს სმარტფონების გამოყენების ქცევა, ადამიანების ყოველდღიურობა და სამყაროსთან ურთიერთობის პროცესიც.

ინტუიტიური და გამარტივებული ინტერაქცია

Galaxy S25 სერია, One UI-სთან ერთად, გახდება შენი AI თანამგზავრი, რომელიც ამოიცნობს
საჭიროებებს, კონტექსტს და გთავაზობს შენზე მორგებულ AI გამოცდილებას.

Samsung-ი, Google-თან ერთად, აქტიურად მუშაობს Android-ის ახალი ვერსიის შესაქმნელად, რომელიც ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე. ეს არის დეველოპერებისა და პარტნიორების გლობალური ძალისხმევა, რათა შექმნან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, უფრო მოქნილი Android სისტემა.

Galaxy-ის ახალ სერიაში გაუმჯობესებულია მომხმარებლის ფავორიტი ფუნქცია – Circle to Search, რომელიც გამარტივებულ ძიებაში გეხმარება. ეს ფუნქცია ახლა უკვე სწრაფად ამოიცნობს მობილურის ნომრებს, ელექტრონულ ფოსტასა და URL-ებს შენს ეკრანზე, რითაც გაძლევს საშუალებას, დარეკო, გააგზავნო მეილი ან ეწვიო ვებგვერდს, ეკრანზე მხოლოდ ერთი შეხებით.

ცხოვრებას გაცილებით გაგიმარტივებს შენი AI ასისტენტი – Gemini, რომლითაც შეგიძლია ინტერაქცია Samsung-ისა და Google-ის მრავალ აპლიკაციას შორის. მაგალითად, შეგიძლია მოძებნო შენი საყვარელი სპორტული კლუბის მთელი სეზონის განრიგი და დაამატო Samsung Calendar-ში, მხოლოდ ერთი ხმოვანი ბრძანებით.

Galaxy S25 სერია კვლავ აგრძელებს Call Transcript-ის საშუალებით შენი საუბრების გამარტივებას. Writing Assist ფუნქციები, როგორიცაა კონტენტის შეჯამება ან ავტომატური ფორმატირება, ახლა უკვე ხელმისაწვდომია იქვე, სადაც ტექსტს მონიშნავ. აღარ გჭირდება ერთი აპლიკაციიდან გამოსვლა და მეორეზე გადასვლა, რაც გიზოგავს დროსა და ენერგიას.

AI-ის ეპოქაში Samsung-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პერსონალური ინფორმაციის დაცვას. მომხმარებელზე მორგებული გამოცდილების პარალელურად, ნებისმიერი ინფორმაცია უსაფრთხოდაა დაცული Knox Vault-ში.

Galaxy-ს ყველაზე მძლავრი პერფორმანსი

Galaxy S25 სერიაში გამოიყენება საუკეთესო, ახალი ფლაგმანური Qualcomm-ის პირველი 3nm-იანი ჩიპსეტი – Snapdragon 8 Elite. წინამორბედთან შედარებით NPU 40%-ით არის გაზრდილი, რაც ახალ Galaxy AI ფუნქციების სიჩქარეს და ეფექტურობას უწყობს ხელს. ახალი პროცესორი გასაოცრად მძლავრი, სწრაფი და ენერგოეფექტურია. ის შემოგვთავაზებს თამაშის შთამბეჭდავ გამოცდილებას, თამაშის მაქსიმალური რესურსის გამოყენებისას.

Samsung-ი და მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Qualcomm მუშაობდნენ ერთად, რათა გაეუმჯობესებინათ Snapdragon® 8 Elite. შედეგად, Galaxy S25 სერიას აქვს უფრო ეფექტიანი AI სურათების დამუშავების ფუნქცია, ProScaler-თან ერთად, რომელიც ზრდის
გამოსახულების ხარისხს სკალირების (Upscaling) ტექნოლოგიით, რაც თავად თამაშსა და სხვა მულტიმედია გამოცდილებას განსაკუთრებულს ხდის.

ფოტოგადაღების ახალი ეპოქა

Galaxy S25 სერია გთავაზობს 4-ჯერ უფრო მდიდარ ფერს, წინა სერიასთან შედარებით. სმარტფონს შეუძლია დეტალების გადაღებაც, ნებისმიერი განათების პირობებში. გარდა ამისა, დაბალი განათების დროს, ვიდეოები არასდროს ყოფილა ასეთი მკაფიო, როგორც Galaxy S25-ით გადაღებისას. მძლავრ პროცესორზე დაფუძნებული Galaxy S25 აანალიზებს საგნების მოძრაობასა და დროს, რათა მიიღო უფრო მკვეთრი, ნათელი კადრები ნებისმიერ გარემოში.

Galaxy S25 Ultra-ს იცავს გამძლე ტიტანი და ახალი Corning® Gorilla® Armor 2 – პირველი მასალა, რომელიც მინაზე უფრო გამძლეა. ის აერთიანებს Corning-ის მინა-კერამიკას და ბრენდის საკუთრებაში არსებულ არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირულ დამუშავებას, რაც ხელს უწყობს დავარდნისას უფრო გაძლიერებულ დაცვას და ნაკაწრებისადმი მდგრადობას.

Galaxy S25 სერია გეხმარება, ახალ ეტაპზე გადაიყვანო შენი AI გამოცდილება და გახადო
ყოველდღიურობა უფრო საინტერესო. უახლესი ფლაგმანური Galaxy S25 სერიის გაყიდვა საქართველოში, სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების ქსელებში ძალიან მალე დაიწყება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g