“სანდენსის” კინოფესტივალზე, კომპანია Samsung-მა ვირტუალური რეალობის კინოსტუდიის გახსნის შესახებ განაცხადა. კომპანია არ აკონკრეტებს, რომელ სტადიაზეა პროექტი, ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ კინოსტუდია Samsung-ის ერთ-ერთ არსებულ ოფისში განთავსდება.
კორეულმა ბრენდმა უკვე მოაწერა ხელი „სანდენსის“ ინსტიტუტთან, რომელიც კინოფესტივალს ორგანიზებას უწევს. მასთან ერთად, Samsung ახალი ფორმატის კინოინდუსტრიაში ტალანტების აღმოჩენას შეუწყობს ხელს.