LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung-ი ტელევიზორების გლობალურ ბაზარზე კვლავ ნომერ პირველი ბრენდის პოზიციას ინარჩუნებს

521
Samsung

ბრიტანული კვლევითი კომპანიის Omdia-ს თანახმად, Samsung-ი მე-18 წელია  ტელევიზორების ინდუსტრიის უპირობო ლიდერად სახელდება.

კვლევების მიხედვით, Samsung-მა 2023 წელს ტელევიზორების გლობალური ბაზრის 30.1%-ს მიაღწია, რითაც კიდევ უფრო გაძლიერდა მისი, როგორც ინდუსტრიის ლიდერის სტატუსი, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წლიდან ეკუთვნის. როგორც კვლევითი კომპანია აცხადებს, ამ წარმატებაში გარდამტეხი როლი აქვს QLED და OLED მოდელის ინოვაციურ ტელევიზორებს.

QLED ტელევიზორების ხაზი Samsung-მა 2017 წელს წარადგინა და მას შემდეგ, Neo QLED-ის უახლესი მოდელების ჩათვლით, ჯამურად, 40 მილიონი ერთეულია გაყიდული.

მხოლოდ 2023 წელს კი QLED-ის ხაზმა მიაღწია გაყიდვების უპრეცედენტო მაჩვენებელს – 8,31 მილიონ ერთეულს.

Samsung-ი ლიდერია პრემიუმ ტელევიზორების სექტორშიც. კომპანიამ წარმოუდგენელი, 60.5% ბაზრის წილი მოიპოვა იმ ტელევიზორების სექტორში, რომელთა ფასიც 2500 დოლარიდან იწყება. ასევე ბრენდმა ლიდერობა შეინარჩუნა 75 და მეტ ინჩიანი ტელევიზორების გაყიდვების მიმართულებით და მისი ბაზრის წილი 33.9%-ს აღწევს.

„ვამაყობთ, რომ მე-18 წელია ტელევიზორების გლობალურ ბაზარზე ლიდერობას ვინარჩუნებთ, რაც ადასტურებს მტკიცე ნდობასა და ერთგულებას ჩვენი მომხმარებლებისაგან“, – განაცხადა ვიდეო მოწყობილობების მიმართულების ხელმძღვანელმა და პრეზიდენტმა SW Yong-მა.

„ჩვენი მიზანია ინდუსტრია ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ და მაღალი ხარისხის ვიზუალური გამოსახულების გარდა, მომხმარებელს “შევთავაზოთ ”უფრო ღირებული და საინტერესო გამოცდილება ვინარჩუნებთ“.

წელს სამომხმარებლო ტექნოლოგიების დარგში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე (CES) Samsung-მა წარადგინა NQ8 AI Gen3 პროცესორი. CES-ზე თავს იყრის ყველაზე ინოვაციური, გლობალური ტექნოლოგიური მიღწევები.

Samsung-ის ახალ NQ8 AI Gen3 პროცესორს მოაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები მთელი ინდუსტრიისთვის და მიგვანიშნებს AI ეკრანების ეპოქის დაწყებას.

2024 წელი გარდამტეხი ინოვაციების კიდევ ერთი წელია Samsung-ისთვის. პროცესორების გაუმჯობესებითა და AI-ს ფუნქციების უმაღლეს საფეხურზე აყვანით, Samsung-ი სრულად შეცვლის მომხმარებლის გამოცდილებას და დააწესებს ახალ სტანდარტებს ტელევიზორების ინდუსტრიაში.

Samsung-ის 2024 წლის ტელევიზორები განახლებული – NQ8 AI Gen3 პროცესორით, საქართველოში ხელმისაწვდომი ამ წლის მაისიდან იქნება. ტელევიზორების შეძენა შესაძლებელია სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები