LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამთავრობო ავტოპარკში შავი ჯიპების ჩანაცვლების პროექტს ახალი პრემიერი ძალაში ტოვებს

108

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ახალი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სამთავრობო ავტოპარკში შავი ჯიპების ჩანაცვლების თაობაზე ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას ძალაში ტოვებს.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო კვლავ გეგმავს არსებული მანქანების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლებას.

“რა თქმა უნდა, ეს პროექტი ძალაში რჩება და სამინისტრო გეგმავს არსებული მანქანების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლებას, თუმცა როდისთვის მოხდება ეს, ამას ვერ გეტყვით, ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს,” – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა სამთავრობო მანქანების – შავი ჯიპების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლება თებერვალში დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები