LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამთო კურორტებზე უსაფრთხოების წესების რეგულირების მიზნით კანონპროექტი მომზადდა

41

საქართველოს სამთო კურორტებზე უსაფრთხოების წესების რეგულირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრაზე, რომელსაც შესაბამისი შინაარსის პეტიციის ავტორი პროფესიონალ მოთხილამურეთა ჯგუფი დაესწრო.

შეხვედრის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო მის უწყებაში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც მიმართულია საქართველოს სამთო კურორტებზე სათხილამურო ტერიტორიებზე უსაფრთხოების ნორმების დასაწესებლად.

მსგავსი კანონმდებლობა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მიღებულა.

შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პროექტი განსახილველად და მისი სრულყოფის მიზნით წინადადებების მოსამზადებლად. აღინიშნა, რომ წინადადებებს პეტიციის ავტორთა ჯგუფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ კვირაში გადაუგზავნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g