სამტრედიის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მოხდა. არსებული ცნობითვე, ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, შემთხვევის შედეგად ერთი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.