LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამუდამოდ დაისვენოს, ვინც დასასვენებელია: მირიან ნიკოლაძემ აქტიურ პოლიტიკაზე უარი თქვა

249
NIKOLADZE

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ აქტიურ პოლიტიკაზე უარი თქვა. ნიკოლაძე არ იქნება „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია), საარჩევნო სიის ათეულში. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ მირიან ნიკოლაძემ თავად დაუდასტურა.

 

პარტიულ სიაზე უარი ვთქვი. თქვენთვის კარგად ცნობილი ამბებიდან გამომდიანრე აღარ გავუხადე სალაპარაკო არავის.  აღარც პარტია დავაყენე დარტყმის ქვეშ და აღარც საკუთარი თავი და რაც მთავარია გიორგის თემა  ყოველგვარი პოლიტიკური საბურველის მიღმა დავტოვე.
რომ გითხრათ, პოლიტიკაზე უარი ვთქვი-მეთქი, მოგატყუებთ. ვიქნები გედი ფოფხაძის შტაბის უფროსი, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარია.
მაჟორიტარობაზე თავიდანვე კატეგორიული უარი ვთქვი შემოთავაზების მიუხედავად და ახლა სიაზეც უარი ვთქვი. იმისთვის, რომ სამუდამოდ დაისვენოს, ვინც დასასვენებელია.

როგორია თქვენი მეგობრებისა და თანაგუნდელების რეაქცია, როდესაც თქვენი გადაწყვეტილების შესახებ გაიგეს?

არაერთგვაროვანი. ბევრი არ ეთანხმება ჩემს გადაწყვეტილებას. ცდილობენ, გადამაფიქრებინონ, ბევრს კარგად ესმის ჩემი.

ნანობთ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება რომ მოგიწიათ?

ზოგადად საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი ვარ. ულტრირებულად რომ გითხრათ, „პოლიტიკური ცხოველი“ არ ვარ. მე ვარ საზოგადოების ნაწილი. მინდა ვიყო ლიტერატურაში და ამ მიმართულებით რაღაცები გავაკეთო, რაღაცებს ვჯახირობ. მირჩევნია სხვა ფორმით ვიყო აქტიური, მაგრამ ქვეყანა რომ იქცევა ხოლმე, ვხედავ ბევრი რამაა შესაცვლელი და თუ თქვენ ან მე არ შევცვალეთ, ვინ უნდა შეცვალოს. უცხოპლანეტელები ხომ არ ჩამოვლენ. ამ დროს მიხდება ხოლმე პოლიტიკური აქტიურობა. ასე იყო წინა რვა წლის დროს, როცა მხეცი (მიხეილ სააკაშვილი) გვყავდა. ახლა ამათ გაუსწრეს მათ. კარგი, მე 44 წლის გავხდი და რამდენი ხანი უნდა ვიყო ამ ქვეყანაზე, მაგრამ შვილები ხომ გვეზრდება. როგორ შეიძლება, 30 წელი სამასი წელი გახდეს. თორემ საერთოდ არ მაინტერესებს არც პარლამენტი, არც თანამდებობა.

 

ნიკოლაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც მას აკრიტიკებდნენ პოლიტიკური აქტიურობის გამო, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიას თავად იყენებდნენ პოპულარობის გაზრდისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები