LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამუშაო საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული – კულტურის სამინისტროს გელათის რესტავრაციისთვის თანხები არ ჰყოფნის

120
წულუკიანი გელატი

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი – ღვთისმშობლის შობის – ტაძრის სახურავს რესტავრაცია ჩაუტარდა.

2019 წელს მოჭიქული კრამიტით გადაიხურა, თუმცა ტაძრის ფრესკები წვიმის დროს სახურავიდან ჩამოსული წყლით ინესტებოდა და ზიანდებოდა.

მოგვიანებით კვლავ დროებით გადახურეს, მაგრამ სიტუაცია არც ამ შემთხვევაში გამოსწორდა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლი საფრთხის ქვეშაა.

 

გელათის გადასარჩენად კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილეებმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით პროფესიონალ არქიტექტორ-რესტავრატორებთან ორი შეხვედრა გამართეს.

კონსენსუსის საფუძველზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

კერძოდ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული სახურავის მოწყობის ტექნოლოგიაზე მათ შორის, კირდუღაბის შემადგენლობისა და ხარისხის კვლევის ჩატარების, უკვე დაგებული წითელი მოჭიქული კრამიტიდან ნიმუშების აღებისა და მათზე ექსპერტიზის ჩატარების, ასევე, წყალამრიდების მოწყობის პროექტის უმოკლეს ვადაში შემუშავების თაობაზე.

შეხვედრისას, რომელშიც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ერთხმად აღინიშნა, რომ ძეგლზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს და ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია.

ეს სამუშაო საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, რაც სავალალოა ქვეყნის ბიუჯეტისა და ისეთი მწირი ბიუჯეტის მქონე უწყებისათვის, როგორიც საქართველოს კულტურის სამინისტროა“,- განაცხადეს შეხვედრისას მინისტრმა და მოწვეულმა ექსპერტებმა.

გელათის გადარჩენის გზებზე საუბრობენ ოპოზიციაშიც.

“მაშინ, როდესაც გელათი ნადგურდება, წულუკიანის პრიორიტეტი არის განსხვავებული აზრის დევნა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ მოწვეული იყოს საერთაშორისო ექსპერტები და მოხდეს გასაჯაროება, რა გეგმა გააჩნია ხელისუფლებას გელათის გადასარჩენად.

დროულად უნდა დაიდოს გეგმა რას აპირებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავალალო შედეგი დადგება“, – განაცხადა რადენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა შუშანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g