„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ხელი არ მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ძალიან სამწუხაროს“ უწოდებს. მისი თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვიტა , რომ ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას.ხელშეკრულება ხელს უწყობს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და უფრო სამართლიანი საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია”, – წერს კრამონი „ტვიტერზე“.