LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამწუხაროა, რომ არ გამოვიდა, მაგრამ თავს არ ვიდანაშაულებ, რომ არ შევეცადე” – მერკელი განმარტავს, რატომ დაუბლოკა უკრაინას და საქართველოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა

145
Untitled design

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა, თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიასთან ვრცლად პირველად ისაუბრა.

მერკელმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე და უკრაინაში მიმდინარე ომზე.

როგორც მან აღნიშნა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, ის უკრაინაში საომარი სიტუაციის თავიდან აცილებას ცდილობდა.

ყოფილმა კანცლერმა ასევე განმარტა, რომ თავს არ იდანაშაულებს იმაში, რომ ამ  კრიზისის აცილებას საკმარისად არ ცდილობდა.

“დიდად სამწუხაროა, რომ ეს არ გამოვიდა, მაგრამ მე თავს არ ვადანაშაულებ, რომ არ შევეცადე. შეუძლებელი იყო უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, რომელსაც შეეძლო ამის თავიდან აცილება.”, – თქვა მერკელმა.

მან თქვა, რომ რუსეთის მიმართ არსებული პოლიტიკის გამო ბოდიშს არ იხდის, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამართლება არ აქვს:

“ეს არის ყველა იმ საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ევროპაში ვიცხოვროთ მშვიდობიანად.

თუ ჩვენ დავიწყებთ საუკუნეების უკან დაბრუნებას და კამათს იმაზე, თუ რომელი ტერიტორიის ნაწილი ვის უნდა ეკუთვნოდეს, მაშინ მხოლოდ ომი გვექნება. ეს გამოსავალი არ არის”, – აღნიშნა მერკელმა.

მერკელის თქმითვე, რომ ის უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, რადგან მას რუსეთთან შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება სურდა. როგორც კანცლერმა აღნიშნა, უკრაინა არ იყო მზად ნატოს წევრობისთვის.

2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას მხარი იმის გამო არ დაუჭირა, რომ ეს შესაძლოა, ზიანის მომტანი ყოფილიყო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

შეგახსენებთ, აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გააკრიტიკა და თქვა, რომ მათი ნაბიჯი იყო აშკარად არასწორი გათვლა, რამაც რუსეთი გაათამამა.

მერკელმა კი აღნიშნა, რომ თუ ნატო ქვეყნებს ალიანსში მიიღებდა, ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, უკრაინისთვის უდიდესი ზიანი მიეყენებინა, როგორიც საქართველოს შემთხვევაში, ბუქარესტში დეკლარაციის მიღებიდან 6 თვეზე ნაკლებ დროში მოხდა. მერკელის თქმით, ამ შეჭრამ 21-ე საუკუნეში ევროპის პირველ ომს პროვოცირება გაუწია.

“პრეზიდენტი ზელენსკი გაბედულად ებრძვის კორუფციას, მაგრამ იმ დროს, უკრაინა ნამდვილად იყო ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა და ამიტომ არ შეიძლება, უბრალოდ თქვა, „კარგი, ხვალ ჩვენ მათ ნატოში შევიყვანთ“. ეს არ იყო ის უკრაინა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც პოლიტიკურად ძალიან გაყოფილი იყო. ეს არ იყო სტაბილური დემოკრატია და როცა ქვეყანას ნატო-ში იღებ, უნდა იცოდე, რომ მზად ხარ, რეალურად დაიცვა ასეთი ქვეყანა, თუ იქნება თავდასხმა”, – თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები