LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში – მდინარაძე სულაბერიძის საქმეზე

245
Untitled design - 2023-02-12T193005.967

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტს პირად Fაცებოოკ გვერდზე ​გამოეხმაურა. როგორც მამუკა მდინარაძე განმარტავს, ბრძოლა მიმდინარეობს თავისივე მოგონილი პრობლემების აღმოსაფხვრელად და იმ ნახატის დასაცავად, რომელსაც დასაცავი არაფერი სჭირს.

“ბრძოლა თავისივე მოგონილი პრობლემის აღმოსაფხვრელად – ამ ტრენდის დალაგების და არარსებული დღის წესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის ავტორის ასე თავგამოდებით დაცვა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მას დასაცავი არაფერი ჭირს. ზუსტად იციან, რომ თავისივე საკუთრების ქურდობაში ბრალი ვერავის დაედება.

აწეული კამპანიაც საზოგადოებაზე არასწორი წარმოდგენის შედეგი და ერთგვარი მახეა ზედმეტად გულუბრყვილო ან ზედმეტად სუბიექტური ადამიანებისთვის.

სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში,”- წერს მამუკა მდინარაძე.

ზურაბიშვილი – მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? – ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს

შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დღეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში ნახატის ნაცვლად დატოვებული წარწერის გამო აღძრული საქმე, ცისფერ გალერეასთან  გააპროტესტეს.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა. მე განვაცხადე პოლიციაში… ჩემი აზრით მას არავინ დაიჭერს, ჯარიმას დაუწესებენ“ – მუზეუმის წარმომადგენელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები