LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამწუხაროდ 16 წლის გოგონას თვითმკვლელობა გახდა საჭირო, რომ ამისათვის ყურადღება მიგვექცია”

192

ქართველი მწერალი  პაატა ქურდაძე, ინტერნეტშანტაჟსა და ქართველი გოგოს თვითმკვლელობის საკითხს ეხმიანება.

მისი თქმით, ეს პრობლემა მსოფლიოს აწუხებს და საქართველოში კი მხოლოდ გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ გახდა აქტუალური.

“სხვათაშორის სოციალური ქსელებით შანტაჟი მსოფლიო ფენომენია, მას “ვებ კამ-შანტაჟს”ეძახიან და ჯერ კიდევ სკაიპის გამოჩენის დღიდან ებრძვიან. არც მხოლოდ ქალები არიან ამ ვირტუალური ძალადობის მსხვერპლნი. სექსუალური თავისუფლება და ემანსიპაცია სულაც არ ნიშნავს იმას რომ შენი ინტიმური ფოტო ან ვიდეოს საჯაროდ ფრიალი ფეხებზე გეკიდოს. სულ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე სწორედ საფრანგეთში 18 წლის ბიჭმა ანალოგიურ სიტუაციაში გულში დანა დაირტყა თავის ოთახში და ადგილზე გარდაიცვალა სანამ მშობლები რამეს გაიგებდნენ გვერდით ოთახში – ფეისბუკით გაცნობილი ვიღაც აშანტაჟებდა ინტიმური ვიდეოთი. თუმცა სტატიაში არაფერი ეწერა შანტაჟის დეტალებზე, არც ამ ბიჭის ფოტოები გამოუქვეყნებია ვინმეს, არც მისი მოკლე ბიოგრაფია ან ინტერვიუები მეზობლებთან…

შანტაჟის ეს მეთოდი გარდა მორალური ტრამვისა, საკმაოდ გავრცელებული ბიზნესია, ყალბი სახელით და გვარით შედიან კონტაქტში პოტენციურ მსხვერპლთან, ფოტოებს ან ვიდეოს აგზავნინებენ და მერე ფულის გადარიცხვას თხოვენ ვესტერიუნიონით, უფრო სწორად სძალავენ. ძალიან გავრცელებული მეთოდის და ამაზე ბევრს წერენ დასავლეთში. სპეციალური SOS ნომრები არსებობს, სადაც შანტაჟის მსხვერპლს ანონიმურობის გარანტიით დახმარებას უწევენ. უამრავი სპეციალური საიტია შექმნილი ამ თემაზე. მხოლოდ დაგუგლვაა საჭრო, სხვა არაფერი. ამაზე ლაპარაკი უფრო სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე იმ საბრალო გოგონას წერილების და ფოტოების გამოქვეყნება.

საქართველოში ასეთი სერვისი რომ არსებობდეს პოლიციაში, ვინ იცის, იქნებ ამ გოგოს ისე მოეგვარებინა ეს პრობლემა ამ ვიღაც ბინძურ ნაძირალასთან, რომ მშობლებს ვერც კი გაეგოთ და დღეს ცოცხალი იქნებოდა.

ასე რომ ამ ტიპის შანტაჟის მსხვერპლი ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანი შეიზლება აღმოჩნდეს იგივე ფატალური დასასრულით. კარგი იქნება თუ მხოლოდ ერთ ჭრილში არ განვიხილავთ ამ საშინელ ისტორიას, დარწმუნებული ვარ უამრავი ადამიანია ამ ვებკამ შანტაჟის მსხვერპლი საქართველოში. სამწუხაროდ 16 წლის გოგონას თვითმკვლელობა გახდა საჭირო, რომ ამისათვის ყურადღება მიგვექცია” – წერს პაატა ქურდაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები