LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ გაქვთ ჯანმრთელობა, მანამ გაუფრთხილდით – მერე უკვე გვიანი იქნება…“ – კარდიოქირურგი, გიგა ჯანაშია ახალგაზრდებს აფრთხილებს

324
გიგა ჯანაშია

კარდიოქირურგი, გიგა ჯანაშია „ვივამედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს იზრუნონ ჯანმრთელობაზე.

მედიკოსი ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდებს, მოერიდონ ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, თამბაქოსა და ელექტრო სიგარეტების მოხმარებას, რადგან მისი თქმით, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

„სანამ გაქვთ ჯანმრთელობა, მანამ გაუფრთხილდით, თორემ როდესაც უკვე დაიწყებს დაცლას, მერე იფიქრებთ, რომ ნეტა ეს ხალხი (ექიმები) მომაშორა და არაფერს აღარ ვიზამო, მაგრამ მერე უკვე გვიანი იქნება. ამიტომ სანამ გაქვთ ჯანმრთელობა, მანამდე მოერიდეთ ელექტროსიგარეტებს, ალკოჰოლს და ყველა სახის ნარკოტიკს. დამიჯერეთ, ჯანმრთელობა არის ყველაზე დიდი სიმდიდრე…“ – ამბობს ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები