„დევნილთა პრობლემური საკითხების მოგვარების კუთხით, ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააქტიურდა, თუმცა მიუხედავად ამისა პრობლემები არ მცირდება, არამედ იზრდება“,-ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც ექსპერტმა განმარტა, ხელისუფლებას ალბათ რესურსები არ ჰყოფნის, მეტი გამჭირვალობა შეიტანოს საქმიანობაში.
„ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააქტიურდა ბოლო წლებია, თუმცა მიუხედავად ამისა პრობლემები არ მცირდება, არამედ იზრდება და ეს არის სამწუხარო ფაქტი. ალბათ რესურსები არ ჰყოფნის ხელისუფლებას, მეტი გამჭირვალობა და მონდომება შეიტანოს საქმიანობაში.
უფრო ფორმალური და ბიუროკრატიულია დევნილების მიმართ დამოკიდებულება ვიდრე ადამიანური.
ეს არ დაწყებულა ახლანდელი ხელისუფლების დროს, დევნილებში პრობლემები მრავალი წელია არსებობს.
არის განცდა, რომ ბინების გადანაწილება ხდება არა გამჭირვალედ, ხშირ შემთხვევაში უნებლიეთ და კორუფციის სქემის ნაწილია.
არსებობს დევნილთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც მეტნაკლებად ახლოს არის გარკვეულ სიკეთეებთან. სტრუქტურებთან და უფრო იოლად ღებულობენ ბინებს. არსებობს გადანაწილების და შეფასების უსამართლო პრინციპები.
"სახელმწიფომ, კონკრეტული თანამდებობის პირების სახელით დასცინა და სიცოცხლეზე უარი ათქმევინა ჩვენს ყველაზე უფრო მრავალტანჯვაგამოვლილ მოქალაქეებს"
ვითხოვთ, პასუხისმგებლობა დაეკისროს დავით ფაცაციას და ზურაბ აზარაშვილს და დაკავებული თანამდებობები დატოვონ: „ნაციონალური მოძრაობა“
მათი ეს სასოწარკვეთილი დამოკიდებულება არის სწორედ ამ გაუსაძლისობიდან გამომდინარე, რომ ვიღაცეები რაღაცეებს ღებულობენ და ვიღაცეები არასდროს არაფერს, უსამარლობას და უთანასწორობას ხედავენ დევნილები.
ნაკლებად ბიუროკრატია და მეტად ადამიანური თანადგომაა საჭირო. დევნილები აწყდებიან ცივ კედელს, როდესაც თავიანთ გაჭირვებაზე საუბრობენ“,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
„სამწუხაროდ, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ყველას ერთდროულად დაკმაყოფილება, ეს შესაბამისი შეფასებითი კრიტერიუმების მიხედვით მიმდინარეობს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძე დევნილის გარდაცვალებაზე: ვიმედოვნებ, ბინების მოლოდინში მყოფი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა მალე გამოსწორდება და მსგავს საპროტესტო ფაქტებთან შეხება აღარ გვექნება
„სახალხო დამცველის ინიციატივას მივესალმები, მაგრამ თუ სახალხო დამცველი ჩადგება შუამავლად, მაშინ რაში გვჭირდება ჯანდაცვის სამინისტრო?
სახალხო დამცველის ჩართულობას მივესალმები, მაგრამ ეს არ უშველის საქმეს თუ ის ბიუროკრატია, უგულო და მიფურთხებული დამოკიდებულება, რაც ხდება ამ სამინისტროში დევნილების მიმართ, არ გამოსწორდება, იქ პროფესიონალები არ დაიწყებენ მუშაობას და ციფრების უკან დაინახავენ ადამიანებს.
ნამდვილად მოუსმენენ მათ და შეამოწმებენ საეჭვო ფაქტებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში.
დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია
დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია