LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ პუტინი არ დაასრულებს თავის ამაზრზენ ომს, ვიმუშავებთ რომ რუსეთი სრულ იზოლაციაში მოექცეს – ჯანეტ იელენი

87
600fb565dec74

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი რუსეთს ფინანსური ზეწოლით ემუქრება. „სანამ პუტინი არ დაასრულებს თავის ამაზრზენ ომს, ბაიდენის ადმინისტრაცია იმუშავებს ჩვენს პარტნიორებთან, რათა ეკონომიკური და ფინანსური ზეწოლით რუსეთი სრულ იზოლაციაში მოექცეს”, – განაცხადა ჯანეტ იელენმა.

როგორც BBC წერს, შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი, სავარაუდოდ, ლობირებას გაუწევს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრებს, რათა ფინანსური ზეწოლა გააძლიერონ მოსკოვზე.

გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, იელენი დღეს სასურსათო უსაფრთხოების კრიზისზე, საერთაშორისო რეაგირების განსახილველად, პანელს მოიწვევს.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები