გუშინ ჰოლივუდში ახალი ფილმის პრემიერა შედგა. „ჩვენი ბრენდი-კრიზისი“ ასე ქვია ახალ ფილმს, სადაც მთავარ როლებს სანდრა ბალოკი და ბილ ბობ ტორნტონი ასრულებენ. მსახიობების პარალელურად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ ჯორჯ და ამალ კლუნები. სწორედ კლუნი გახლავთ აღნიშნული ფილმის პროდიუსერი.
ფილმის სიუჟეტის ეპიცენტრშია პრეზიდენტი გონსალო სანჩეს დე ლოსადა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისთვის ცნობილი კომპანიის კონსულტანტებს ქირაობს.