წელიწადზე მეტია, რაც სანდრა ბალოკი ფოტოგრაფ ბრაიან რანდალს ხვდება, თუმცა წყვილის ხილვა ერთად დიდი იშვიათობაა. ცნობისმოყვარე პაპარაცებმა კი მაინც მოახერხეს შეყვარებულების ერთად გადაღება, როცა ისინი სპორტდარბაზსს ტოვებდნენ. 52 წლის ბალოკი და 50 წლის რანდალი სპორტულ ფორმაში გამოვიდნენ სავარჯიშო დარბაზიდან. როგორც ჩანს, ისინი საკუთარი გრძნობების საჯაროდ აფიშირებას თავს არიდებენ, თუმცა ცხადია, რომ კვლავ ერთად არიან.
აქვე ცნობილია, რომ სანდრამ უკვე დაიწყო მუშაობა ცნობილი ფილმის Ocean’s Eleven-ის სპინ-ოფზე, სადაც მთავარი გმირები ქალები არიან. ბალოკთან ერთად ფილმში მთავარ როლებს ქეით ბლანშეტი, რიანა, ენ ჰეთეუეი და ჰელენა ბონემ კარტერი შეასრულებენ.