სანდრა ბალოკის ნახვა სექსუალური ხასიათის სცენებში, საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. მსახიობი კონტრაქტში უკვე დიდი ხანია არსებობს პუნქტი, რომლის გამოც, მისთვის ეროტიკული სცენების შეთავაზება უსაფუძვლოა. ახალ ინტერვიუში სანდრამ აღნიშნულ თემაზე ისაუბრა.
„არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, ვინც თვლის, რომ სექსის დროს კარგად გამოიყურება და ეს აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს. არც კი მინდა მსგავსი რამის წარმოდგენა. არაფრის გაგონება და ნახვა არ მინდა. ამას კამერის წინ არასოდეს გავაკეთებ“.
თუმცა, როგორც ჩანს, ბალოკი ამ ზომამდე ბოლო დროს მივიდა, რადგან მისი თამამი სცენის ნახვა შესაძლებელია 1993 წლის ფილმში „Fire on the Amazon“.