სანდრა ბალოკისა და ბრაიან რანდალის რომანი უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. ამდენად მედიაში არავის უკვირს წყვილის ერთად გამოჩენა. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა რანდალი ცოტა ხნის წინ სანდრასთან გადავიდა საცხოვრებლად. ამჯერად შეყვარებულები, სანდრას უფროს ვაჟთან, 6 წლის ლუისთან ერთად გამოჩდნენ. სანდრა და ბრაიანი ლუისს ხელჩაკიდებულები ასეირნებდნენ.
თემატურია, რომ 6 წლის ვაჟი სანდრამ ჰარი პოტერისა და მინიონების ჯადოსნურ პარკში გაასეირნა. სწორედ ამ ანიმაციურ სერიალს ახმოვანებს ოსკაროსანი მსახიობი. ბალოკმა და მისმა ბოიფრენდმაც სასეირნოდ სპორტული სტილის სამოსი შეარჩიეს. 51 წლის სანდრა ფოტოებზე საოცრად ბედნიერი ჩანს.