ზუგდიდის რაიონში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე და სანდრა რულოვსი ამ წუთებში სამეგრელოში მოსახლეობას ხვდებიან.
სანდრა რულოვსის თქმით ის თავის პოლიტიკურ ბრძოლას საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ და დაღუპულ გმირებს უძღვნის.
“დაახლოებით მეოთხე წელია რაც პირველი ლედი აღარ ვარ და ვუყურებ გვერდიდან რა ხდება საქართველოში. ეს 4 წელი შეიძლებოდა მუშაობა ახალი მთვარობისათვის, მიშა არ იყო ქვეყანაში, ვინ უშლიდა ხელს, ვინმე უშლიდა ხელს? თუ არ უნდოდათ კარგი პროექტების გაკეთება თავისებურად გაეკეთებინათ რამე. რამე გაკეთდა მე ვერ ვხედავ. მე ვერაფერს ვერ ვხედავ არაფერი გაკეთებულა. მე მინდა ჩემი პოლიტიკური ბრძოლა მივუძღვნა იმ ადამიანებს ვინც თავი შესწირა ქვეყანას,“ – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
