LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანდრიკოს გარეშე რეპორტაჟებს არ წავიყვან, ეგ თუ კრიმინალია მე კომენტატორი ვერ ვიქნები. სოლიდარობა უფროს ძმას“ – კომენტატორი გიორგი პავლიაშვილი

207
გიორგი პავლიაშვილი და სანდრო ცნობილაძე

კომენტატორი გიორგი პავლიაშვილი დღეს, კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გიორგი პავლიაშვილი მას სოლიდარობას უცხადებს და წერს:

„სანდრიკოს გარეშე რეპორტაჟებს არ წავიყვან, ეგ თუ კრიმინალია მე კომენტატორი ვერ ვიქნები. სოლიდარობა უფროს ძმას“. – წერს გიორგი პავლიაშვილი.

ინფორმაციისთვის, დღეს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

როგორც „ფორტუნას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, „საქმე ეხება დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას“.

თავად სანდრო ცნობილაძემ კი მედიასთან აღნიშნა, რომ მიმდინარე ღონისძიებას [ჩხრეკას] მის საპროტესტო აქციებზე დგომას უკავშირებს.

სანდრიკოს გარეშე რეპორტაჟებს არ წავიყვან, ეგ თუ კრიმინალია მე კომენტატორი ვერ ვიქნები 😀 სოლიდარობა უფროს ძმას 👋❤️

Posted by Giorgi Pavliashvili on Monday 24 February 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g