LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო ბრეგაძე: “პრაიდი” არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ კატეგორიულად ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას

77
SANDRO 667

„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ „პრაიდის“ ჩატარების მოწინააღმდეები არიან, თუმცა ძალადობას ემიჯნებიან.

“მინდა დაგიდასტუროთ, რომ “ქართული მარში” არ იღებდა მონაწილეობას 5-6 ივლისის აქციებში და არც მის ორგანიზებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ “პრაიდი” არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ კატეგორიულად ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მითუმეტეს ჟურნალისტების ცემას.

გვქონდა გეგმა, ქუჩაში დამდგარიყვნენ მლოცველები და მშვიდობიანად ჩაეტარებინათ აქცია.

20 – 30 ათასი კაცი რომ მშვიდად ილოცებდა, იქ ლგბტ აღლუმი ვერ ჩატარდებოდა.

ეს იქნებოდა ლოგიკური, ცივილიზებული, ჰუმანური და მომგებიანი საქციელი. ჩვენ როდესაც დავინახეთ, რომ ამ გეგმას დიდი მოწონება არ ჰქონდა, ავდექით და ჩამოვშორდით მიმდინარე პროცესებს. საბოლოოდ, ყველაფერი წარიმართა ისე, როგორც არ უნდა წარმართულიყო”, – წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g