ჯანსაღი ცხოვრების წესის მწვრთნელი, ფიტნეს ტრენერი და კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია საუბრობს საუზმის მნიშვნელობასა და გავრცელებულ მითებზე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია მიღებული საკვების ხარისხი.
„თუ არ გინდა — არ ისაუზმო. თუ საუზმობ, ისეთი საკვები მიიღე, რომ მთელი დღე არ მოგშივდეს და არ იცმუცნო,“ — ამბობს სანდრო გოგოხია.
სპეციალისტის თქმით, ზოგიერთი პროდუქტით დაწყებული დილა ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს.
„ყველაზე ცუდი საუზმე — სიმინდის ფანტელები;
მეორე ყველაზე ცუდი საუზმე — სოსისი და ძეხვეული;
მესამე — ყავა უამრავი ტკბილი სიროფით და დანამატებით,“ — განმარტავს სანდრო გოგოხია.