LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო რაქვიაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის აღვიქვამდი სააკაშვილის პარტიად, მისი ფაქტორის იგნორირება შეუძლებელია

48
ალექსანდრე რაქვიაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის აღვიქვამდი სააკაშვილის პარტიად, მისი ფაქტორის იგნორირება შეუძლებელია“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

ამ განცხადებით, რაქვიაშვილი ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც მან თქვა, რომ სააკაშვილმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა.

მარინა კალიურანდი: სააკაშვილმა ადამიანებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა, ხალხმა ეს არ გააკეთა, ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება

რაქვიაშვილის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ასობით ათასი ადამიანი, სავარაუდოდ, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.

„კარგია, რომ დაძაბულობაში არ გარდაიქმნა არსებული სიტუაცია. პირადად მე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის პარტიად აღვიქვამდი.

როცა ნიკა მელია პარტიის ლიდერი გახდა, გასაგები იყო, რომ ვერავინ გააკეთებს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის იგნორირებას, ეს შეუძლებელია. თუ პარტიაში პრობლემები არსებობს, ადრე თუ გვიან გამოჩნდება.

ამ პარტიაში დიდი ფაქტორია მიხეილ სააკაშვილი და ამის ნათელი მაგალითია „ევროპული საქართველო“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ გამოეყო, მაშინ ყველა ცნობილი სახე გამოვიდა და მთელი რესურსი გამოიტანეს, მაგრამ ფაქტობრივად, ნული რეიტინგი დარჩათ.

მგონი, შეუძლებელია, ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წონის შედარება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

პოპულალურები