უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა, – ამის შესახებ ლიდერებმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერეს.
„სანქციები, ფინანსები და იარაღი უკრაინის გამარჯვების ძირითადი კომპონენტებია. ამის შესახებ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გავამახვილე ყურადღება. მადლობა აშშ-ს, წარმოუდგენელი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის! ცივილიზებული სამყარო უკრაინისა და უკრაინელების გარშემოა გაერთიანებული. ჩვენ გავიმარჯვებთ!“ – წერს შმიგალი.
ენტონი ბლინკენის თქმით, მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერის დეტალები განიხილეს.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან, რათა განგვეხილა ის, რაც უკრაინას თავის დასაცავად და აღდგენისთვის ყველაზე მეტად სჭირდება. თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად უკრაინის გამბედაობა ყველას შთააგონებს“, – წერს ბლინკენი.