რუსეთისთვის სანქციების დაწესების ფონზე, საქართველოში რეგისტრირებული რუსული ბიზნესების რაოდენობა გაიზარდა, – ამის შესახებ ჟურნალისტების გაერთიანება “აი ფაქტი” წერს.
1-4 მარტს იუსტიციი სახლს ბიზნესის რეგისტრაციის მიზნით 201-მა რუსმა მიმართა.
ორგანიზაცია საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მხოლოდ ბოლო ოთხ დღეში, საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყება რუსეთის 201-მა მოქალქემ მოისურვა.
1 მარტს იუსტიციის სახლს რეგისტრაციისთვის 43-მა პირმა მიმართა, 2 მარტს 58-მა; 4 მარტს 17:30-მდე კი ბიზნესრეესტრში განაცხადი რუსეთის 100-მა მოქალაქემ შეიტანა.
“აი, ფაქტმა” დათვალა, რომ ბოლო ოთხ დღეში საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყება სულ 201-მა რუსმა მოისურვა. 1 მარტს იუსტიციის სახლს რეგისტრაციისთვის 43-მა პირმა მიმართა, 2 მარტს 58-მა; 4 მარტს 17:30-მდე კი ბიზნესრეესტრში განაცხადი 100-მა რუსმა შეიტანა.” – წერია განცხადებაში.
ჟურნალისტთა გაერთიანება აცხადებს, რომ რეგისტრირებულთა უმრავლესობას, 183 ადამიანს ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია სურს, 16-ს კომპანიის, ერთს კი ააიპ-ის დარეგისტრირება სურს.
მათი ინფორმაციით, რუსებს იურიდიულ პროცედურებში ხშირად ქართველებიც ეხმარებიან და ზოგ შემთხვევაში უძრავი ქონების გამოყენების უფლებასაც აძლევენ.