LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქცირებულ რუს ოლიგარქს გერმანიის ხელისუფლებამ ჩამოართვა იახტა, რომელიც 600 მილიონი დოლარი ღირს: Forbes

303
1

რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს, რომელსაც ევროკავშირმა ორშაბათს სანქცია დაუწესა, გუშინ გერმანიის ხელისუფლებამ მეგა-იახტა ჩამოართვა.

Forbes-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გამოცემამ იახტების ინდუსტრიის სამი წყაროდან შეიტყო.

156 მეტრიანი იახტა უსმანოვის ერთ-ერთი ძვირფასი “ნივთია” და მისი ღირებულება 600 მილიონი დოლარია.

თითქმის ოთხი თვეა, რაც გერმანიაში, ჰამბურგის გემთმშენებელ ქარხანაში აღნიშნულ იახტაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

Forbes-ის წყარო აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობამ აქტივი გაყინა და, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო, Blohm+Voss-ის თანამშრომლები, რომლებიც იახტაზე მუშაობდნენ, ოთხშაბათს ადგილზე არ გამოცხადდნენ.

უსმანოვმა მეგა-იახტა 2016 წელს 600 მილიონ დოლარად გერმანული გემთმშენებლისგან იყიდა.

კომპანიის განცხადებით, იახტის მშენებლობა 52 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის არის ერთ-ერთ ყველაზე რთულად ასაშენებელი იახტა, რომელიც ოდესმე აუშენებიათ, როგორც ფართობის, ასევე ტექნოლოგიის თვალსაზრისით.

შურისძიება რუსეთის ქმედებებისთვის: უკრაინელმა მეზღვაურმა რუსი ოლიგარქის იახტა ჩაძირა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები