სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში რამდენიმე სართული ჩაინგრა. რუსი ოფიციალური პირების ცნობით, ევაკუირებულია 81 ადამიანი. ცნობებში, რომელთაც რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო, მათ შორის „როიტერსი“ და „ინტერფაქსი“ ავრცელებს, არაფერია ნათქვამი მსხვერპლის შესახებ.
რუსული მედიის ცნობით, ნგრევის მიზეზი შესაძლოა, შენობის გაუმართაობა გახდა. ამ მომენტისთვის ადგილზე სამაშველო სამსახურის ათობით თანამშრომლები მუშაობს.