სანზონაში ძლიერმა ქარმა ნაძვი წააქცია. შემთხვევა “ევროპის უნივერსიტეტის” შენობასთან მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.
როგორც “ფორტუნას” უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აცნობა, შემთხვევის დროს, სტუდენტები შენობაში არ იმყოფებოდნენ, რადგან ადმინისტრაციამ ისინი მოსალოდნელი ქარის გამო გაათავისუფლა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს თბილისში მოსალოდნელია წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი.