ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად კენიაში მოგზაურობს და კადრებს „ინსტაგრამ“ გამომწერებს უზიარებს.
„Jumbo მეგობრებო 💚 კენიაში დიდი ხუთეულის #bigfive ს სანახავად ჩამოვედით. დიდ ხუთეულს წარმოადგენს აფრიკული ლომი, აფრიკული სპილო, აფრიკული კამეჩი, აფრიკული ლეოპარდი და თეთრი/შავი მარტორქა. ამ ცხოველებზე მონადირეებმა ტერმინი დიდი ხუთეული შეარქვეს ყველაზე ძნელ და სახიფათო მოსანადირებელ ნადირთა ჯგუფს.
საოცარი ემოციებია, ხალხი არაჩვეულებრივი. სიდუხჭირის მიუხედავად მომღიმარი და ბედნიერი 💚“, – წერს ლიკა კვარაცხელია