41 წლის ტომ ჰიდლსტონი და 37 წლის ზავი ეშტონი მშობლები პირველად გახდნენ.
„ტომი და ზავი უბედნიერესები არიან შვილის შეძენით, მათ ცოტა სძინავთ, თუმცა საოცრად გახარებულები და აღელვებულები არიან“, – განაცხადა ინსაიდერმა.
ცნობისთვის, წყვილის რომანი 2019 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს კი მათ ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს. ტომის რჩეულმა ნაომი კემპბელთან ფოტო გადაიღო, სადაც ეშტონის ხელი გამოჩნდა, მას უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი ამშვენებდა. ეს ტომის პირველი ქორწინებაა.
ფოტო: „სელფით“ გამხელილი გეგმები – ტომ ჰიდლსტონი ქორწინდება