41 წლის ტომ ჰიდლსტონისა და 37 წლის ზავი ეშტონის რომანის შესახებ გასული წლიდან საუბრობენ, ისინი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. ახლა კი ირკვევა, რომ წყვილი დაქორწინებას გეგმავს. შესაძლოა ბრიტანელ მსახიობს, სულაც არ უნდოდა გეგმების გასაჯაროება, თუმცა მათი ქორწინების შესახებ ინფორმაცია „ბაფტაზე“ გადაღებულმა „სელფმმა“ გათქვა.
ზავის „ვალენტინოს“ ვარდისფერი კაბა ამშვენებდა, რომელიც მის ხელს ფარავდა. ცერემონიის დასასრულს, წყვილმა ნაომი კემპბელთან ფოტო გადაიღო, ეშტონის ხელი გამოჩნდა, რომელსაც უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი ამშვენებდა.
ცნობისთვის ეს ტომის პირველი ქორწინებაა.
ტომ ჰიდლსტონი და ზავი ეშტონი საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ
„ჰოუმლენდის“ ვარსკვლავი ქლერ დეინსი ტომ ჰიდლსტონთან ერთად ახალ სერიალს იღებს – პირველი ფოტოები