39 წლის ტომ ჰიდლსტონისა და მისი კოლეგის, 35 წლის მსახიობის, ზავი ეშტონის რომანის შესახებ გასული წლიდან საუბრობენ, თუმცა, არცერთ მათგანს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო. ატლანტაში ტომი წლის დასაწყისში გადავიდა. როგორც ცნობილია იქ „მარველის“ მინისერიალის „ლოკის“ გადაღებები მიმდინარეობს.
„ტომი და ზავი ერთმანეთს საოცრად შეეფერებიან, ისინი ახლა შოუბიზნესისგან მოშორებით, სიმშვიდითა და მარტოობით ტკბებიან“, – აცხადებვს ინსაიდერი.
აღსანიშნავია, რომ ტომი ეშტონამდე ტეილორ სვიფტს ხვდებოდა, მანამდე კი სიუზან ფილდინგს. ტაბლოიდების ცნობით, ჰიდლსტონი ზავიზე თავდავიწყებითაა შეყვარებული.