LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცრად ინდივიდუალური სილამაზე“ – მატილდა გვარლიანის ახალი ფოტოები განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს

182
მანანა თოდაძე (1)

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად მან სოციალურ ქსელში ახალი, შავ-თეთრი ფოტოსესია გაავრცელა, რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მინიმალისტურ, მაგრამ ამავე დროს სხვადასხვა ხასიათებით დატვირთულ კადრებში მოდელი გამორჩეული ბუნებრივი სილამაზით იპყრობს ყურადღებას.

გამოქვეყნებულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში მატილდას გულშემატკივრები კომპლიმენტებს არ იშურებენ და ხაზს უსვამენ მოდელის უნიკალურობასა და ვიზუალურ ხიბლს:

„ულამაზესი – ყველა პარამეტრში ჯდება, წარმატებები მატილდას,“ „საოცრად ინდივიდუალური სილამაზე,“ „ვგიჟდები ისე მომწონს“, – უწერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g