LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ 33 წლის მოქალაქე დააკავეს – ინფორმაციას ცხინვალის დე ფაქტო შსს ავრცელებს

110
ოკუპაცია

ცხინვალის საოკუპაციო ძალებმა შიდა ქართლში, სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

18 აგვისტოს, „ტერიტორიაზე პატრულირების დროს“ მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავებული 33 წლისაა. სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g