მორიგი გატაცება გორის რაიონიდან – საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, სოფელი ჯარიაშენიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. გატაცებული 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილია.
მესტუმრიშვილი მწყემსია და არსებული ინფორმაციით, ის საოკუპაციო ზოლთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც საქონელს მწყემსავდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.