LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა პარლამენტს დღეს წარედგინება

34
პარლამენტი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა დღეს პარლამენტს რიგგარეშე სხდომაზე წარედგინება.

დღევანდელ შემაჯამებელ სხდომას თავად საგამოძიებო კომისია გამართავს, დასკვნის საბოლოო ვარიანტს მიიღებს და დოკუმენტს ბიუროს წარუდგენს.

თავად ბიუროს გადაწყვეტილებით კი, კომისიის დასკვნის განხილვა 26 ივლისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში აისახება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “ქართულმა ოცნებამ” განცხადება გაავრცელა და ოპოზიციას მოუწოდა, 26 ივლისის პლენარულ სხდომაზე, არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა:

“მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ დასკვნის განხილვაში. თუ კვლავაც მიგაჩნიათ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს, რომელმაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები, ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ნუ გაექცევით დისკუსიას და სცადეთ თქვენი სიმართლის დამტკიცება.” – წერია მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები