საპარლამენტო კომიტეტების დაკომპლექტების საკითხი საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება. როგორც ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა განუცხადა, პოლიტსაბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება.
მისივე თქმით, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, სავარაუდოდ, 19 ნოემბერს გაიმართება, როდესაც პარლამენტის დაკომპლექტების საკითხი უკვე სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა.