საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები დღეს ევროპის უსაფრთხოებისა და პოლიტიკის კომიტეტის ელჩებს ხვდებიან. ჩვენ სწორედ დღეს მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტში, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით. საკმარისი ხელმოწერები გვაქვს შეგროვებული. ჩვენ გვინდა მათ სწორედ ამ ელჩებს უპასუხონ, მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“ კორუფციის პრობლემებზე სასაუბროდ, რომლის აღმოფხვრის ვალდებულება ჩვენ ევროპის წინაშე გვაქვს აღებული. შეხვედრა დაგეგმილია უახლოეს საათებში.
გვინდა, რომ უპასუხონ, მზად არიან თუ არა ოპოზიციის ინიციატივაზე სასაუბროდ, რათა დავიწყოთ ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვა და საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ხელმოწერები შეგროვებული გვაქვს, დავაინიცირებთ და ჯერი არის „ქართულ ოცნებაზე“, რამდენად შეუძლიათ რეალურ პრობლემებს დაუთმონ თავიანთი დრო და საპარლამენტო სივრცე“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.
სლაიდზე ერთ – ერთი ფოტო: ინტერპრესნიუსი