საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს. ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაწილეობის უფლება არ მიეცა, უმრავლესობა სატელევიზიო დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
“როგორი უნდა იყოს ფორმატი, ეს მედიის დასაგეგმი საკითხია. თუ ჩვენს შეთავაზებაზე თანახმაა, მზად ვართ, უმრავლესობის შიგნით ვიმსჯელოთ და ჩვენი წარმომადგენლობა ვუზრუნველყოთ. მისგან პასუხს დაველოდებით,” – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
გუშინ პრეზიდენტმა პარლამენტში ყოფნისას, დებატებისთვის რეგლამენტში ცვლილების შეტანა მითხოვა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზი დატოვა. პარლამენტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რეგლმანეტს არ დაარღვევდნენ. გიორგი მარგველაშვილი დარბაზში აღარ დაბრუნებულა.